воскресенье, 6 мая 2012 г.

четверг, 22 октября 2009 г.

ეს ხომ საქართველოა!

პროექტის სახელი ეს ხომ საქართველოა!
1.პროექტის სახელწოდება: ” ეს ჩემი საქართველოა”
2.პროექტის მოკლე აღწერა:
• საქართველოს ერთ-ერთი კუთხის პოპულარიზაცია;
• ამ კუთხის ღირშესანიშნავი ადგილების აღწერა, ადათ-წესების გაცნობა და აღნუსხვა;
• ექსკურსიის მოწყობა ერთ-ერთ კუთხეში
3.პროექტის სრული აღწერა:
.მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ;
.აღწერენ შერჩეული კუთხის ღირშესანიშნავ ადგილებს, (ისტორიულ ძეგლებს,კულტურულ მემკვიდრეობას, ამ კუთხეში მცხოვრებ გამოჩენილ ადამიანებს );
. შეადგენენ სამარშუტო გზის ოპტიმალურ ვარიანტს;
. შექმნიან ფოტოალბომს საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ;
. გააკეთებენ რეკლამას საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ;
4.მონაწილეთა ასაკი: VII კლასი;
5.ვადები: 6 თვე;
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
.საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შერჩევა,
.ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ; . ფოტოალბომის შექმნა;
. სამარშუტო გეგმის შედგენა;
. ექსკურსიის მოწყობა
7.მოსალოდნელი შედეგი:
. მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევას;
. გაეცნობიან საქართველოს ღირშესანიშნავ ადილებს;
. ისწავლიან სამარშუტო გზის ოპტიმალური ვარიანტის შედგენას;
. გადაღებული სურათებით შეადგენენ ფოტოალბომს;
. დაწერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს;
. შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს.
. აღწერენ საქართველოს სხვადადსხვა კუთხის ღირშესანიშნავ ადგილებს,ადათ-წესებს;
.ისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებას.
8.სარგებელი სხვებისთვის
.გაეცნობიან საქართველოს სხვადადსხვა კუთხის ღირშესანიშნავ ადგილებს,ადათ-წესებს;
.ისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებას
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი ქართ.VII.4.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
• ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
• გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში და ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
ქართ.VII.10.იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
• მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროებში (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, წიგნები, ინტერნეტი).
ქართ. VII. 11. მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• წერს საინფორმაციო სტატიას სკოლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას
ისტ-იVII.ძირითადი უნარ-ჩვევები რის გამომუშავებასაც ხელს უწყობს ისტ-ის ინტეგრირებული სასკოლო კურსი
• აკეთებს გონივრულ არჩევანს ისტ-ის რესურსებსა და მომსახურეობის ერთი და იგივე ან სხვადასხვა საშუალებებს შორის. (1, 2)
• ამოიცნობს და გამოჰყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ-ის შესაძლებლობებს, მათი გამოყენების ფარგლებს, შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბიმისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე. (2)
ისტ.გეო.VII.2.მოსწავლე ინფორმაციის მოსაპოვებლად კითხულობს სხვადასხვაისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• გეოგრაფიული და ისტორიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენს ფოტოების,ცხრილების და რუკების გამოყენებით;
ისტ.გეო.VII.12.მოსწავლე აანალიზებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში.
• რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს;
• თანაკლასელებთან ერთად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის (სახელმძღვანელო, ლიტერატურა, ფილმები, ილუსტრაციები, საკუთარი სამგზავრო ჩანაწერები,ინტერვიუები და სხვა) საფუძველზე საუბრობს საქართველოში მცხოვრებ ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიური დღესასწაულების შესახებ და ავლებს მათ შორის პარალელებს;
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არიან
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ბალანჩივაძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა:balanchininini@gmail.com
14.ელექტრონული ჟურნალი: “ეს ხომ საქართველოა”
15.თბილისის 173-ე საჯარო სკოლა: გლდანის მე-3 მიკრო რაიონი
დროში გაწერილი განსახორციელებელი საქმიანობა
N შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მასწავლებელი//მოსწავლეები საქმიანობის განმახორციელებაზე
პასუხისმგებელი მასწავლებელი//მოსწავლეები საქმიანობის შესაბამისი რესურსები
1.პროექტის დაწერა 18.10.09.-20 10.09. მასწავლებელი მასწავლებელი კომპიუტერი
2.წყვილების შერჩევა 20.10.09.-25.10.09. მოსწავლეები მოსწავლეები
3.საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შერჩევა 25.10.09.-25.11.09. მოსწავლეები მოსწავლეები კომპიუტერი
4.ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ 25.11.09.-20.12.09. მოსწავლეები მოსწავლეები კომპიუტერი, ინტერნეტის ვებგვერდები
5.პრეზენტაციის კრიტერიუმის შედგენა 20.12.09.-22.01.10. მასწავლებელი// მოსწავლეები მასწავლებელი// მოსწავლეები დაფა, ცარცი
6.საპრეზენტაციო მასალის შერჩევა-დამუშავება 23.12.09.-22.01.10. მოსწავლეები მოსწავლეები კომპიუტერი, ინტერნეტის ვებგვერდები
7.პრეზენტაცია 25.01.10.-29.01.10. მოსწავლეები მასწავლებელი// მოსწავლეები კომპიუტერი, პროექტორი
8.სამარშუტო გეგმის შედგენა
29.01.10.-05.02.10. მასწავლებელი// მოსწავლეები მასწავლებელი// მოსწავლეები დაფა, ცარცი, რუკა
9.ექსკურსიის მოწყობა 17.04.10. მასწავლებელი// მოსწავლეები// მშობლები, მასწავლებელი// მოსწავლეები// მშობლები, მასწავლებელი// მოსწავლეები// მშობლები,
მძღოლი, ავტობუსი,
10.ფოტოალბომისათვის სურათების გადაღება-მომზადება პროექტზე მუშაობის პროცესში მასწავლებელი// მოსწავლეები// მასწავლებელი// მოსწავლეები// ფოტოაპარატი, ვიდეო
11.ფოტოალბომის შექმნა 19.04.10.-23.04.10. მოსწავლეები მოსწავლეები ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი,
12.ელექტრონული ჟურნალის შექმნა 26.04.10 - 12.05.10
მასწავლებელი// მოსწავლეები// მასწავლებელი//მოსწავლეები//კომპიუტერი,
13.ელექტრონული ჯურნალის პრეზენტაცია
13.05.10 მოსწავლეები მოსწავლეები კომპიუტერი, პროექტორი